კრიზისი უკრაინაში

კერი: რუსეთის მიერ უკრაინის დესტაბილიზაციას, დამატებითი საფასური ექნება

truthrevolt.org

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ რუსეთის ნებისმიერ მცდელობას, უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინოს, რუსეთისთვის დამატებითი საფასური ექნება. აღნიშნული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე გააჟღერა.

ფსაკის თქმით, სატელოფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებით ადევნებს თვალს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში მიმდინარე მოვლენებს. მხარეებმა ასევე განიხილეს უახლოესი 10 დღის განმავლობაში უკრაინას, რუსეთს, აშშ-სა და ევროკავშირს შორის პირდაპირი დიალოგის გამართვის საკითხი, უკრაინაში შექმნილი კრიზისის დეესკალაციის მიზნით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით კი, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის ფედერალიზაციის საკითხის მნიშვნელობას.

კომენტარები