ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა ხაბაზი დაკითხა. ხაბაზი უწყებაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა.
შეკითხვები თბილისის მერიის შპს-ების სამეთვალყურეო საბჭოებს შეეხებოდა. კობა ხაბაზი დაკითხვას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.
"სინათლის ქალაქის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ვიყავი და შეკითხვები ამ თემაზე დამისვეს. სახელმწიფო ელექტროსისტემაში ორი ადამიანის წლიური ხელფასი ნახევარ მილიონზე მეტია, ამ დროს კი, სალაპარაკო გახდა ჩემი 2 000 ლარი ხელფასი. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ზეწოლა.. ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს" - ნაციონალური მოძრაობის წევრმა.





