ეკონომიკური ზრდა

ხადური: იანვარში ეკონომიკური ზრდა, წინა წლის იანვართან შედარებით, 8% იქნება

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააცნო.

"ეს არის წინასწარი მონაცემები, მაგრამ ის ემყარება გადამხდელების მიერ დეკლარირებულ მაჩვენებლებს. ეს ადასტურებს, რომ დამატებითი ღირებულების გადამხდელი კომპანიების ბრუნვა იანვარში 16 %-ით გაიზარდა. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, ზრდა იანვარში იქნება 8% წინა წლის იანვართან შედარებით", - თქვა ხადურმა.

ხადურის თქმით, ზემოაღნიშნული გამოწვეულია რამდენიმე დარგში სერიოზული გააქტიურებით.

"ესაა შედეგი სოფლის მეურნეობაში თითქმის გაორმაგებული აქტივობის, იმის, რომ 43%-ით არის გაზრდილი მშენებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ გაზრდილია სატრანსპორტო გადაზიდვები. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ჩვენი პროგნოზები არის კონსერვატიული", - აღნიშნა ხადურმა.

კომენტარები