ავტომობილთა ტექდათვალიერება

ნოდარ ხადური: ტექდათვალიერებიდან ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ შევა

financial.ge

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ავტომობილთა სავალდებული ტექნიკური დათვალიერებიდან ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ შევა.

"ეს არ არის საბიუჯეტო პროექტი და ბიუჯეტში თანხების გადახდა საჭირო არ იქნება", - თქვა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას საერთაშორისო კომპანია TUV Rheiland Group 2015 წლიდან განახორციელებს. ავტომობილის სავალდებულო შემოწმება მინიმუმ 40 ლარი ეღირება.

კანონმდებლობის თანახმად, 2015 წლის 1-ლი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება.

ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა 90% 10 და 20 წელზე მეტი ხნისაა.

კომენტარები