ბაჩო ახალაიას საქმე

პროკურატურა: გია გორგაძე ამ წუთებში პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

facebook.com/OfficialPOG

მთავარი პროკურატურის ცნობით, ბაჩო ახალაიას ბრალდების მთავარი მოწმე გია გორგაძე ამ წუთებში პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

პროკურატურის ინფორმაციით, გორგაძე დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას ბოლო ბრალდების მთავარი მოწმე გია გორგაძე უცნობმა პირებმა ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ნადარეიშვილის თქმით, გორგაძეს დღეს ბრიფინგი უნდა ჩაეტარებინა და ეთქვა, რომ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს.

სოციალურ ქსელში ნადარეიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ "სიმართლის სათქმელად, გორგაძე ნადარეიშვილს თავად დაუკავშირდა და ბრიფინგი დაგეგმა".

კომენტარები