ელექტროენერგია

იანვრის ბოლოს რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

www.energo-pro.ge

რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იტყობინება. ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელთაც საქართველოს ელექტროსისტემა კუთვნილ მაღალი ძაბვის ქვესადგურებში ატარებს.

შესაბამისად, 31 იანვარს, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე და 14:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ზესტაფონის 293 აბონენტს; 31 იანვარს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე - ზუგდიდის 1358 აბონენტს. 

 

კომენტარები