აფრიკული ფეხბურთის კონფედერაცია

იაია ტურე აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მესამედ დასახელდა

მანჩესტერ სიტის და კოტ დ'ივუარის ნახევარმცველი იაია ტურე, აფრიკული ფეხბურთის კონფედერაციამ წლის ფეხბურთელად დაასახელა. ტურემ უკვე ზედიზედ მესამედ მოიპოვა ეს აღიარება, წელს კი ისეთ კონკურენტებს აჯობა, როგორებიც არიან გალათასარაის ფორვარდი დიდიე დროგბა და ჩელსის ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი.

"გამოკითხვაში მონაწილე მთავარი მწვრთნელებისთვის არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული იყო, რადგან კარგი ოპონენტები მყავდა. ობი მიკელი კარგად გამოიყურებოდა, ასევე დროგბაც, ამიტომ ვფიქრობდი, რომ დავმარცხდებოდი. გამიმართლა და საკუთარი თავით ძალიან ამაყი ვარ", - განაცხადა იაია ტურემ.

იაია ტურე მესამე ფეხბურთელია, ვინც აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ სამჯერ გახდა, აქამდე ეს კამერუნელმა სამუელ ეტოომ და განელმა აბედი პელემ მოახერხეს.

კომენტარები