თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. უგულავამ პროკურატურა მისი ბრალდების საქმის გაჭიანურებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პროკურატურისთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი.
"განახლდა ახალი წლის ახალი სეზონი. ჯოზეფ ქეი, ჯერჯერობით, ისევ არ ჩანს. სხვა მოწმეებსაც დაკითხავენ. ალბათ, რუტინული პროცესი იქნება. ეს სასამართლო როდის დამთავრდება, არ ვიცი. პროკურატურას შეუძლია მალე დაამთავროს, შეუძლია, უსაშველოდ გაწელოს. ჯერჯერობით, გაწელვის გზა აქვს არჩეული ყველა საქმეზე", - განაცხადა გიგი უგულავამ.
პროცესზე, რომელიც რიყის ტერიტორიისა და ტელეიმედის გასხვისებას ეხება, დღეს ბრალდების მხარის სამ მოწმეს დაკითხავენ.





