ტრანსცედენტულობა

ჯონი დეპის ახალი ფილმი - ტრანსცედენტულობა

”ტრანსცედენტულობა” ასე ქვია უოლი პფისტერის სადებიუტო ფილმს, სადაც მთავარ როლს ჯონი დეპი შეასრულებს.

კრისტოფერ ნოლანის მეგობარმა და მისი ფილმების ოპერატორმა უოლი პფისტერმა, სადებიუტო ფილმად ჯეკ ფეიჯლენის სცენარით დაწერილი, სამეცნიერო ფანტასტიკა აირჩია.

ფილმის სიუჟეტი პროფესორ უილ ქასთერზე მოგვითხრობს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თემაზე მუშაობს, თუმცა ტექნოლოგიის განვითარების წინააღმდეგ მებრძოლი ექსტრემისტები მას თავს დაესხმებიან. ქასთერი კომაში ჩავარდება, მისი მეუღლისა და მეგობრის დახმარებით კი ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას. მისი ტვინიდან აღებული მონაცემებით ქასთერის კომპიუტერში გაცოცხლდება, თუმცა მთავარი პრობლემებიც სწორედ აქ იწყება.

ჯეკ ფეიჯლენის სცენარი 2012 წლის ”შავ სიაში” მოხვდა. ამ სიაში კი ყოველ წელს საუკეთესო სცენარები ხვდება, რომელთა გადაღებაზეც ჰოლივუდმა უარი თქვა.

ფილმში ”ტრანსცედენტულობა” მთავარ როლებს ჯონი დეპი, რებეკა ჰოლი, პოლ ბეტანი, მორგან ფრიმენი, ქეით მარა და კილიან მერფი ასრულებენ.

ოსკაროსანი პფისტერის ნამუშევარი 2014 წლის 17 აპრილს გამოვა. 

კომენტარები