იუსტიციის სამინისტრო

მარგველაშვილი: შთამბეჭდავია, რაც თეა წულუკიანმა და მისმა გუნდმა გააკეთა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასა. მისი თქმით, შთამბეჭდავია, რაც თეა წულუკიანმა და მისმა გუნდმა გააკეთა.

"გამოვყავით შრომის კოდექსი, ის შრომის კოდექსი, რომელიც მიღებულია და რომლის ინიციატორიც თეა წულუკიანი იყო, უაღრესად კარგი დოკუმენტია, რომელსაც მომავალშიც სჭირდება დახვეწა. რა თქმა უნდა, ის იყო სწორი, როდესაც შრომის კოდექსთან დაკავშირებით მისი ხედვა იყო გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემი შენიშვნები იყო გასათვალისწინებელი, მაგრამ ნაკლებად კვალიფიციური, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უაღრესად ბევრი გაკეთდა. შრომის კოდექსი არის ერთ-ერთი იმ დოკუმენტთაგანი, რომელიც ჩვენ ცივილურ სამყაროსთან გვაახლოებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, არავის არ უნდა მოუვიდეს თავში, რომ ჩვენ ველურ გარემოში ვცხოვრობთ და შეიძლება, რომელიმე დამსაქმებელმა მხოლოდ თავისი ფინანსური ინტერესით გათვალოს ურთიერთობა. "მაგალითად, როგორც მინისტრმა ბრძანა, ორსული ქალი გაათავისუფლოს და ამას უნდა უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ საზოგადოების მორალი, არამედ ის დოკუმენტები, რომლებსაც თქვენ ქმნით", - მიმართა პრეზიდენტმა წულუკიანს.

კომენტარები