საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "გამოძიების კითხვებს ნებისმიერ შემთხვევაში პასუხი უნდა გაეცეს და მნიშვნელობა არა აქვს უგულავა იქნება ეს, თუ სხვა ადამიანი". ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესი წარიმართება ცივილიზებულად, ევროპულად და დემოკრატიულად.
"პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე, ისე, რომ არც ერთ მხარეს არ ექნება კითხვა. ჩვენ არავის მივცემთ საბაბს გააკრიტიკოს დღევანდელი მთავრობა და თქვას, რომ პროცესი დახურულია და ტრანსპარანტული არ არის. ძალიან მარტივია, როდესაც ადამიანის მიმართ გამოძიებას კითხვები აქვს, მათ ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს და მნიშვნელობა არ აქვს, უგულავა იქნება ეს, თუ სხვა ადამიანი", - თქვა ღარიბაშვილმა.
გიგი უგულავას წინააღმდეგ ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.





