ალენ აივერსონი

ფილადელფიაში აივერსონის სამნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებენ

www.philly.com

ალენ აივერსონის სამნომრიანი მაისურს ფილადელფია 76-ის ვერცერთი მოთამაშე ვერასოდეს ჩაიცვამს.

გუნდის მფლობელების გადაწყვეტილებით 2014 წლის 1 მარტს, აივერსონის საპატივცემულოდ სამნომრიანი მაისურს ხმარებიდან ამოიღებენ და ვაჩოვია ცენტრში, ფილადელფიას სხვა ლეგენდარული მოთამაშეების მაისურების გვერდით დაკიდებენ.

1996 წელს ალენ აივერსონი ფილადელფიამ დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია. 10 წლის განმავლობაში პასუხი(მისი ზედმეტსახელი) გუნდის უდაო ლიდერი იყო. აივერსონი თავის კარიერაში ერთხელ NBA-ს უძვირფასესი მოთამაშე გახდა, ორჯერ ყველა ვარსკვლავის შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი, 4-ჯერ კი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. აივერსონის მეთაურობით 2001 წელს ფილადელფია სუპერფინალში გავიდა, თუმცა შაკილ ონილისა და კობი ბრაიანტის ლეიკერსთან დამარცხდა. პასუხი ფილადელფიას შემდეგ დენვერში, ცოტა ხანი მემფისსა და დეტროიტში თამაშობდა, NBA-ში ბოლო თამაში კი მშობლიური 76-იანების ფორმით ჩაატარა.

ალენ აივერსონი NBA-ში საშუალოდ 26.7 ქულას აგროვებდა, რაც ყველა დროის მეექვსე შედეგია. ფლეი-ოფში კი საშუალოდ მისი მონაგარი 29.7 ქულა იყო, ამაზე უკეთესი შედეგი NBA-ში მხოლოდ მაიკლ ჯორდანს აქვს. 

2013 წლის ოქტომბერში აივერსონი ოფიციალურად წავიდა კალათბურთიდან. ექსპერტების აზრით 2018 წელს, პირველივე შესაძლებლობისას, მას NBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანენ. 

კომენტარები