თბილისის მერის კანდიდატურა

ალასანია: თბილისის მერობაზე ნარმანიას კანდიდატურა ივანიშვილმა შემოგვთავაზა

facebook.com/alasaniairakli

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, ქართულ ოცნებას თბილისის მერის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხებთ თბილისელების უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვებას. რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატების შერჩევას, ეს შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა, კოალიციის ყველაზე დიდმა პარტიამ და ჩვენ შევთანხმდით, რომ კოალიციის დანარჩენი წევრებიც დავეთანხმებოდით. ყოველ შემთხვევაში, თავისუფალ დემოკრატებზე შეთანხმება გვქონდა. დავით ნარმანია შეირჩა იმ კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც მას აქვს და დარწმუნებული ვარ, თუ ის გაიმარჯვებს არჩევნებში, თბილისს ძალიან კარგი მერი ეყოლება", - თქვა ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ ასევე ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

„მინდა პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ახალ ხელმძღვანელობას მივულოცო არჩევა. ძალიან კარგი და საღი ახალგაზრდა ჯგუფია. ჩვენ ველოდებით ამ პარტიასთან აქტიურ მუშაობას მომავალში ადგილობრივი არჩევნებისთვის და მას შემდეგაც. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რაც მან გააკეთა ბოლო ორი წლის განმავლობაში. მან თქვა სიტყვა და ის შეასრულა, სწორედ ამიტომაც დაიჯერა მისი ქართველმა ხალხმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება ძალიან წარმატებული კარიერა უკვე საზოგადოებრივ სარბიელზე", - თქვა ალასანიამ.

კომენტარები