GNCC-ის თავმჯდომარე

პარლამენტმა GNCC-ის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საქართველოს პარლამენტმა 94 ხმით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის(GNCC) თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი თანამდებობიდან გადააყენა. სწორედ 94-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი კვიტაიშვილის იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია, რომელმაც მუშაობა დაასრულა, მის მიერ მოკვლეულ მასალებს რეაგირებისთვის პროკურატურას გადასცემს. კომისია თვლის, რომ კომუნიკაციების კომისიის წევრებისთვის უფლებამოსილების შეჩერების და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობს.

საგამოძიებო კომისიის შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია გამჭვირვალობის, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის ტესტს ვერ აკმაყოფილებდა. ხშირ შემთხვევებში კომისიის გადაწყვეტილებები იყო დისკრიმინაციული, შერჩევითი, არ ემყარებოდა წინასწარ დადგენილ გამჭვირვალე წესებსა და პროცედურებს. ასევე ატარებდა პოლიტიკური მიკერძოებისა და ბიზნეს ინტერესების ლობირების ხასიათს.

კომენტარები