შალვა ნათელაშვილი სასულიერო პირებს: დარეგისტრირდით პოლიტიკურ პარტიებად

ვარ ძალიან შეწუხებული მღვდელმთავრთა მოქმედებით, რომლებიც გადაიქცნენ პოლიტიკოსებად. ბარემ თქვე კაი ხალხო, და თქვე დიდებულო ხალხო, დარეგისტრირდით პოლიტიკურ პარტიად, შემოვალთ თქვენს პარტიაში, გაგვიძეხით წინ და გამოგყვებით... ასე სჯობია, ვიდრე ჩვენ ვუგზავნოთ მრევლს მესიჯები, რომ ხმა მიეცით ბიძინა ივანიშვილს, სააკაშვილს, თუ ნათელაშვილს, მნიშვნელობა არ აქვს, და ამ შემთხვევაში ძალიან მიჭირს მისვლა და აღსარების ჩაბარება ზოგიერთი მამაოსათვის, რადგანაც ეს უკვე სცილდება ყოველგვარ საზღვარს

შალვა ნათელაშვილი ინგა გრიგოლიას გადაცემაში "დიდი პოლიტიკა".

კომენტარები