ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიესს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში იმყოფება. დღეს, რიგაში, პრემიერი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიესს შეხვდა. როგორც ივანიშვილის ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ, მხარეებმა საქართველოში მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების თემა განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის საკითხი დააყენა. საუბარი ასევე შეეხო ეუთოს ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებს, მათ შორის ეუთოს სრულფასოვანი მისიის აღდგენას, ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას.

კომენტარები