გოკა გაბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი დგამს ნაბიჯს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას

ბიძინა ივანიშვილს ყველაზე უკეთ ესმის, რომ ის დაპირებები, რომლებიც გასცა წინასაარჩევნოდ არის შეუსრულებადი. ის საუბრობდა 250 ლარიან პენსიაზე, საუბრობდა საყოველთაო დასაქმებაზე, საუბრობდა ათასობით ახალ ქარხანაზე, საუბრობდა ოჯახების გაზრდილ შემოსავალზე. ყველა კარგად ხედავს, რომ სახეზე არის ათიათასობით დაკარგული სამუშაო ადგილი, სრულიად გაჩერებული საქართველოს ეკონომიკა, გაჩერებული ბიზნესი. უკუსვლაა ყოველმხრივ - არანაირი განახევრებული ტარიფები. ანუ ყველა ეს დაპირება აღმოჩნდა ტყუილი. შესაბამისად,ის დგამს ნაბიჯს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გოკა გაბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

კომენტარები