ტერორისტული აქტი ერაყში

ერაყში მანქანების აფეთქებებს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

news.yahoo.com

ერაყში მორიგი აფეთქებების სერია მოხდა, რომელსაც, სულ მცირე, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100 კი მძიმედ დაიჭრა. პოლიციის განცხადებით, ხუთშაბათს ბაღდადსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანებში დამონტაჟებული ბომბების აფეთქებების სერია მოხდა. ერთ-ერთი აფეთქება დედაქალაქში მდებარე დიპლომატიურ კომპლექსთან, "მწვანე ზონასთან" ახლოს მოხდა.

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ჯარებმა ერაყი დატოვეს, ქვეყანაში შიიტ მთავრობასა და ალ-ყაიდას სუნიტურ ტერორისტულ დაჯგუფებას შორის დაძაბულობა სულ უფრო მწვავდება. აპრილის შემდეგ ერაყში 3000-მდე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგია. მარტო ივლისში ერაყში ტერორისტულ აქტებს 700-მდე ადამიანი შეეწირა. აფეთქებები მას შემდეგ გახშირდა, რაც შიიტებსა და სუნიტებს შორის ურთიერთობა კრიტიკულად დაიძაბა. სუნიტების განცხადებით, ქვეყნის შიიტი პრემიერმინისტრი ნური მალიკი მათ მარგინალიზაციას ცდილობს. 

კომენტარები