შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამინისტროში აგვისტოს ომში დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს უმასპინძლა. ღარიბაშვილის თქმით, ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას აგვისტოს ომის დროს თავი შესწირეს, სამაგალითო არიან.
"აგვისტოს ომიდან 5 წელი გავიდა. ომში შსს-ს 14 თანამშრომელი დაიღუპა, ის ადამიანები გმირები იყვნენ. ჩვენთვის ვაჟკაცობისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითის მიმცემი. ჩემი სურვილი იყო, მათ შვილებს შევხვედროდი და გარკვეული თანაგრძნობა გამომეხატა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ მათ ჰყავდათ გმირი მამები, მეუღლეები და შვილები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ომში დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომლების შვილებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.





