ეკონომიკური ზრდა

ნარმანია: დაბალ ეკონომიკური ზრდის ტემპს წლის მეორე ნახევარი დააბალანსებს

დავით ნარმანია
RFE/RL

წლის მეორე ნახევარი დააბალანსებს პირველ ნახევარში არსებულ შედარებით დაბალ ეკონომიკური ზრდის ტემპს - ამის შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 0.8%-ით შემცირდა.

"მხოლოდ ერთი თვის მაჩვენებელი ტენდენციის შესახებ ამომწურავად ინფორმაციას, რა თქმა უნდა, არ იძლევა, თუმცა ნიშნები უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გამოცოცხლებისა ნამდვილად არის. წლის მეორე ნახევარი ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი და აქტიურია, ვიდრე წლის პირველი ნახევარი. აქედან გამომდინარე, მეორე ნახევარი დააბალანსებს წლის პირველ ნახევარში არსებულ შედარებით დაბალ ეკონომიკური ზრდის ტემპს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები