ბიძინა ივანიშვილი

წულუკიანი: ჩემი სურვილია, ივანიშვილი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს პოლიტიკაში

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილის მიერ  euobserver-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. გამოცემას პრემიერმა განუცხადა, რომ წლის ბოლოს თანამდებობას დატოვებს. წულუკიანის თქმით, მისი სურვილია, რომ ივანიშვილი დარჩეს და მხოლოდ მას შემდეგ დატოვოს თანამდებობა, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები შეიქმნება.

"ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი, როგორც ქართული ოცნების კოალიციის ერთ-ერთი წევრის, მართლაც გულწრფელი სურვილია, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს რაც შეიძლება დიდხანს კოალიციაში და პოლიტიკაში, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება საკმაოდ დიდი ხნით პოლიტიკური სტაბილურობა. ძალიან ბევრი პრობლემაა და ბევრი დემოკრატიული ინსტიტუტია შესაქმნელი. ამიტომ მე მჯერა, რომ ის მხოლოდ მაშინ მიიღებს წასვლის გადაწყვეტილებას, როცა ქვეყანა იქნება დამშვიდებული და დემოკრატიული ინსტიტუტები შეუქცევადად შექმნილი ისე, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს მის შემდეგ, სისტემას ვეღარ შეცვლის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები