პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: წლის ბოლომდე მინიმუმ 60 ქარხანა უნდა გვქონდეს

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ეკონომიკაზე ისაუბრა, მისი თქმით, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია. პრემიერის თქმით, შეუძლებელია ეკონომიკა რამდენიმე თვეში გაუმჯობესდეს. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "წლის ბოლომდე უნდა მოვახერხოთ და მინიმუმ 60 ქარხანა უნდა გვქონდეს".  

ის დასაქმების პრობლემასაც შეეხო. "მე ამას გარკვევით ვამბობდი, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, რომ ეს ვერ მოხდება ერთ თვეში და ორ თვეში და ერთ წელიწადში ვერ მოხდება, დასაქმებასთან გარდატეხა", -  აღნიშნა პრემიერმა. 

 

 

კომენტარები