ეროვნული სამოსის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა 88 ხმით ერთის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცა.
თუ რეგლამენტით აქამდე პარლამენტარებს სხდომათა დარბაზში შეეძლოთ მხოლოდ „საპროტოკოლო-საქმიანი ჩაცმულობით“ დასწრება, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრის, ბიძინა გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივთ, დეპუტატებს უფლება ექნებათ სხდომას ეროვნული სამოსითაც დაესწრონ.





