აჭარა

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა

აჭარაში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ მამუკა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზღვაში ქარბორბალები და შტორმია მოსალოდნელი, აღნიშნულის გამო საგანგებო სიტუაციების სააგენტო მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული.

"სააგენტოში შემოსული ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღეიდან გაუარესდება ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით აჭარაში. მოსალოდნელია ზღვაში შტორმები, შეიძლება ქარბორბალებიც. ასევე, თოვლი, ქარი და წვიმები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი სააგენტო გადასულია მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზე. მუშაობის საგანგებო რეჟიმი ალბთ სამ დღეს გაგრძელდება", - განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს ბათუმის იახტკლუბიც.

 

კომენტარები