აგრარული უნივერსიტეტი

სააკაშვილი: ხელისუფლება ყველაზე პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებული ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 
"ხელისუფლება საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს. ამით დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს.
სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩენია.
მოვუწოდებ მთავრობას, გადახედოს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები