მოსალოდნელი რეცესიის ალბათობა არ არის დაბალი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის ანა­ლი­ზიც და­მა­ფიქ­რე­ბელ სუ­რათს იძ­ლე­ვა. გთა­ვა­ზობთ ზო­გი­ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას. 2011 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტის ზრდამ 5,8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, მე­ო­რე კვარ­ტალ­ში – 6 პრო­ცენ­ტი, მე­სა­მე­ში – 7,9 პრო­ცენ­ტი, ხო­ლო მე­ოთხე­ში – 8,5 პრო­ცენ­ტი.

2012 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში მშპ 6,7 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და, მე­ო­რე კვარ­ტალ­ში – 8,2 პრო­ცენ­ტით, მე­სა­მე­ში – 7,5%-ით, ხო­ლო მე­ოთხე კვარ­ტალ­ში მშპ-ის ზრდა 2,3 პრო­ცენ­ტამ­დე და­ე­ცა. 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში მშპ შემ­ცირ­და 0,8%-ით. სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო ფა­სე­ბის ინ­დექ­სი 2012 წელს, 2011 წელ­თან შე­და­რე­ბით, 108,5-დან 99,1-მდე და­ე­ცა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ინ­ფ­ლა­ცი­ის დო­ნე 1,4%-ით შემ­ცირ­და (დეფლაცია).

სა­გა­რეო სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა გა­ი­ზარ­და 973 მლნ აშშ დო­ლა­რით, თუმ­ცა იმ­პორ­ტის წი­ლი უფ­რო მა­ღა­ლი იყო, ვიდ­რე ექ­ს­პორ­ტის, რა­მაც სა­გა­რეო სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვის უარ­ყო­ფი­თი სალ­დო 596 მლნ აშშ დო­ლა­რით გა­ზარ­და. 2012 წლის მე­ოთხე კვარ­ტ­ლის პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ თუ პირ­ვე­ლი სა­მი კვარ­ტ­ლის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვიმ­ს­ჯე­ლებთ, პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი 2012 წელს, 2011 წელ­თან შე­და­რე­ბით, შემ­ცირ­და 13%-ით. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­წარ­მო­ე­ბის ბრუნ­ვამ გა­სულ წელს 17-18 პრო­ცენ­ტი შედ­გი­ნა. ოქ­ტომ­ბერ­ში ბრუნ­ვა 6 პრო­ცენ­ტი იყო, ნო­ემ­ბერ­ში -3,6 პრო­ცენ­ტი, დე­კემ­ბერ­ში კი – 5,2 პრო­ცენ­ტი. 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში დღგ-ის ბრუნ­ვა 8,5 პრო­ცენ­ტი იყო, 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში კი ამ სეგ­მენ­ტ­ში ვარ­დ­ნამ 1,5 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

ყვე­ლა ეს მო­ნა­ცე­მი ერ­თ­მა­ნეთ­თან ლო­გი­კურ კავ­შირ­შია და გარ­კ­ვე­უ­ლი ალ­ბა­თო­ბით პროგ­ნო­ზი­რებს მო­სა­ლოდ­ნელ რე­ცე­სი­ას. კერ­ძოდ, ბო­ლო ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ზარ­ზე ერ­თობ­ლი­ვი მოთხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა, რაც ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო ხარ­ჯე­ბის კლე­ბა­ში სა­ქონ­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ბა­ზარ­ზე. არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის კუთხი­თაც. პირ­ველ რიგ­ში, ვგუ­ლის­ხ­მობ არა პირ­და­პირ უცხო­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, არა­მედ სა­ბან­კო სეს­ხებს და მო­სახ­ლე­ო­ბის და­ნა­ზო­გებს, რო­მე­ლიც ასე­ვე ხა­სი­ათ­დე­ბა კლე­ბის ტენ­დენ­ცი­ით.

მსჯე­ლო­ბას ასა­ბუ­თებს ინ­ფ­ლა­ცი­ის უარ­ყო­ფი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. ად­გი­ლი აქვს დეფ­ლა­ცი­ას, ანუ ფა­სე­ბის დო­ნის სა­ერ­თო კლე­ბას (ფასების დო­ნის შემ­ცი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ერ­თობ­ლი­ვი მი­წო­დე­ბის გაზ­რ­და­მაც, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ წარ­მო­ე­ბის დო­ნე დღგ-ის ბრუნ­ვე­ბის მი­ხედ­ვით მცირ­დე­ბა), რაც გა­მო­იწ­ვევს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პე­რი­ო­დის წარ­მო­ე­ბის დო­ნის შემ­ცი­რე­ბას, ე.ი. უმუ­შევ­რო­ბის გაზ­რ­დას, ანუ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პე­რი­ო­დის რე­ცე­სი­ას. რას შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია ერ­თობ­ლი­ვი მოთხოვ­ნის ვარ­დ­ნა? მივ­ყ­ვეთ გა­მო­რიცხ­ვის ლო­გი­კას.

1. ერ­თობ­ლი­ვი მოთხოვ­ნის ერ­თ­-ერთ შე­მად­გე­ნელს წარ­მო­ად­გენს სა­ხელ­მ­წი­ფო ხარ­ჯე­ბი. მათ შემ­ცი­რე­ბას ან გაზ­რ­დას ახა­სი­ა­თებს მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­ის ეფექ­ტი. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ხარ­ჯე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია უფ­რო მე­ტად შემ­ცირ­დეს ან გა­ი­ზარ­დოს, ვიდ­რე სა­ხელ­მ­წი­ფო ხარ­ჯე­ბი. მულ­ტიპ­ლი­კა­ტო­რის ეფექ­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლი­ა, ერ­თი მხრივ, მოხ­მა­რე­ბის ზღვრულ მიდ­რე­კი­ლე­ბა­ზე, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ – ე.წ. გა­დევ­ნე­ბის ეფექ­ტ­ზე.

სა­ხელ­მ­წი­ფო ხარ­ჯე­ბი გან­საზღ­ვ­რუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტით. მო­ნა­ცე­მე­ბი ცხად­ყოფს, რომ ბი­უ­ჯე­ტი ძი­რი­თა­დად მიზ­ნობ­რი­ვად იხარ­ჯე­ბა. არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ არის ხელ­ფა­სე­ბის, პენ­სი­ე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის და სხვა ნა­წილ­ში. არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბიც. სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში სხვა­დას­ხ­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა სა­ხელ­მ­წი­ფო ხარ­ჯე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ შემ­ცირ­და. ერ­თობ­ლი­ვი მოთხოვ­ნა ვერ შემ­ცირ­დე­ბო­და სა­გა­და­სა­ხა­დო გა­ნაკ­ვე­თის გა­მო, რად­გან უკა­ნას­კ­ნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­და­სა­ხა­დო ტვირ­თი არ გაზ­რ­დი­ლა.

კა­პი­ტა­ლის ბა­ზარ­ზე სტა­ბი­ლუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი ასე­ვე მი­უ­თი­თებს, რომ ად­გი­ლი არ ჰქო­ნია ფუ­ლის მა­სის რა­ო­დე­ნობ­რივ შემ­ცი­რე­ბას. მა­შა­სა­და­მე, ცვლი­ლე­ბა ერ­თობ­ლივ მოთხოვ­ნა­ში არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფის­კა­ლუ­რი და მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად.

2. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­დან შე­მო­სავ­ლე­ბი მცირ­დე­ბა 2008 წლის გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის შემ­დეგ. აქ ასე­ვე უნ­და ვი­გუ­ლის­ხ­მოთ საზღ­ვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი ახ­ლობ­ლე­ბი­სად­მი, რაც ასე­ვე მცირ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კის მო­პო­ვე­ბა რთუ­ლი­ა, შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ვუშ­ვათ – შემ­ცი­რე­ბა არ არის იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ ამან ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­სავ­ლებ­ზე დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს.

შე­მო­სავ­ლე­ბი მცირ­დე­ბა, რად­გან მცირ­დე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­წარ­მო­ე­ბის ბრუნ­ვე­ბი. ბო­ლო თვე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კა ასე­ვე გვე­უბ­ნე­ბა, რომ შემ­ცირ­და სეს­ხე­ბის და და­ნა­ზო­გე­ბის მო­ცუ­ლო­ბაც. ცხა­დი­ა, რომ ბა­ზარ­ზე ბო­ლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა ფუ­ლის დე­ფი­ცი­ტი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია დეფ­ლა­ცი­ა. მო­ნა­ცე­მე­ბი მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ ფუ­ლის დე­ფი­ცი­ტი გა­მო­იწ­ვია არა ფის­კა­ლურ­მა და მო­ნე­ტა­რულ­მა პო­ლი­ტი­კამ, არა­მედ შე­მო­სავ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ამ, რა­მაც ეკო­ნო­მის­ტე­ბი, ჩე­მი აზ­რით, უნ­და და­ა­ფიქ­როს.

იმის­თ­ვის, რომ უფ­რო ზუს­ტი პროგ­ნო­ზე­ბი გა­კეთ­დეს, სა­ჭი­როა და­ვაკ­ვირ­დეთ, ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა თუ არა მომ­დევ­ნო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუმ­ცა, თუ კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუნ­და, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, 2013 წლის შე­მოდ­გო­მის­თ­ვის უნ­და აღი­ნიშ­ნოს გაზ­რ­დი­ლი უმუ­შევ­რო­ბა, რაც დეფ­ლა­ცი­ის არ­სე­ბუ­ლი ტემ­პის მი­ხედ­ვით, საგ­რ­ძ­ნო­ბი იქ­ნე­ბა. ეს კი ნიშ­ნავს რე­ცე­სი­ას მოკ­ლე­ვა­დი­ან მო­ნაკ­ვეთ­ში.

უფ­რო მარ­ტი­ვად რომ ავ­ხ­ს­ნათ, ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა მცირ­დე­ბა და ეს იღებს სის­ტე­მურ ხა­სი­ათს. სა­წარ­მო­თა ბრუნ­ვე­ბი მცირ­დე­ბა და ბიზ­ნე­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თან­და­თა­ნო­ბით იკ­ლებს. ეს წარ­მოქ­მ­ნის უმუ­შევ­რო­ბას, რაც ზე­მოქ­მე­დებს ერ­თობ­ლი­ვი მოთხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზე მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვი­დან მცირ­დე­ბა ფა­სე­ბის დო­ნეც, რაც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ბა­ზარ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი ბიზ­ნე­სე­ბის ეკო­ნო­მი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ზე და ხელს უწყობს მათ გან­დევ­ნას ბაზ­რი­დან. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია მი­ი­ღებს მე­ტად სა­ხი­ფა­თო სა­ხეს, რად­გან გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში შემ­ცირ­დე­ბა ერ­თობ­ლი­ვი მი­წო­დე­ბა და გაზ­რ­დილ უმუ­შევ­რო­ბას მი­ე­მა­ტე­ბა ფა­სე­ბის დო­ნის ზრდა, ხო­ლო ფა­სე­ბის დო­ნის ზრდა შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს იმ­დე­ნად შე­სამ­ჩ­ნე­ვი, რომ შე­დე­გად მი­ვი­ღოთ „უმუშევრობას პლუს ინ­ფ­ლა­ცი­ა” (აუცილებელი არ არის, მაგ­რამ ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლი­ა).

ზო­გა­დად, რო­გორც წე­სი, ინ­ფ­ლა­ცი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო ქმნის ერ­თობ­ლივ მოთხოვ­ნა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად. ამის­თ­ვის მას უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს – ზე­მოქ­მე­დე­ბის პირ­და­პი­რი და ირი­ბი მე­თო­დე­ბი, დაწყე­ბუ­ლი ფუ­ლის მა­სით და საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბით, სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი­თა და სა­გა­და­სა­ხა­დო გა­ნაკ­ვე­თე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. სა­ხელ­მ­წი­ფო ზრდის ერ­თობ­ლივ მოთხოვ­ნას, რაც იწ­ვევს გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ფა­სე­ბის დო­ნის ზრდას, ხო­ლო მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ქმნის ეკო­ნო­მი­კის ზრდის იმი­ტა­ცი­ას.

ეს ცდუ­ნე­ბა სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფოს ახა­სი­ა­თებს და დღეს ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია აშ­შ­-ის ეკო­ნო­მი­კა. თუმ­ცა ფა­სე­ბის დო­ნე იზ­რ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის დრო­საც, რო­დე­საც ერ­თობ­ლი­ვი მი­წო­დე­ბა მცირ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გა­რე­მო­ე­ბაც, თუ რა პე­რი­ოდს მი­ვიჩ­ნევთ სა­ბა­ზი­სოდ და შე­ვუ­და­რებთ ფა­სე­ბის ახალ დო­ნეს.

პი­რო­ბი­თად და­ვუშ­ვათ, რომ სა­ბა­ზი­სო პე­რი­ო­დი არის ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბის დაწყე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი დრო­ის ბო­ლო მო­ნაკ­ვე­თი. თუ ერ­თობ­ლი­ვი მი­წო­დე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­დე­გად გაზ­რ­დი­ლი ფა­სე­ბის დო­ნეს შე­ვა­და­რებთ ამ პე­რი­ო­დის ფა­სე­ბის დო­ნეს და ასე­ვე და­ვუშ­ვებთ, რომ დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში და მა­ნამ­დე, სა­ხელ­მ­წი­ფოს არ გა­მო­უ­ჩე­ნია ზედ­მე­ტი აქ­ტი­უ­რო­ბა ეკო­ნო­მი­კა­ში, უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ერ­თობ­ლი­ვი მი­წო­დე­ბის ვარ­დ­ნის შემ­დეგ ფა­სე­ბის დო­ნე მი­აღ­წევს სა­ბა­ზი­სო პე­რი­ო­დის ნიშ­ნულს. უფ­რო მარ­ტი­ვად რომ ავ­ხ­ს­ნათ, ერ­თობ­ლი­ვი მოთხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბის შე­დე­გად ფა­სე­ბის დო­ნე შემ­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბით შემ­ცირ­დე­ბა ერ­თობ­ლი­ვი მი­წო­დე­ბაც და ფა­სე­ბის დო­ნე ისევ გა­იზ­რ­დე­ბა.

ის, რომ დღეს ფა­სე­ბის დო­ნე მცირ­დე­ბა, არის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი რყე­ვა, რაც ბა­ზარ­ზე ქმნის ცრუ სიგ­ნა­ლებს და სტი­მუ­ლებს. ერ­თი სიტყ­ვით, ეკო­ნო­მი­კა გა­და­დის ახალ რე­ა­ლო­ბა­ში და ეს რე­ა­ლო­ბა არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. რე­ა­ლო­ბის შემ­ჩ­ნე­ვას კი სჭირ­დე­ბა დრო, ეს დრო კი დად­გე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ფა­სე­ბის დო­ნე გაზ­რ­დი­ლი უმუ­შევ­რო­ბით და­უბ­რუნ­დე­ბა ფა­სე­ბის სა­ბა­ზი­სო დო­ნეს. ხო­ლო მა­ნამ­დე, ად­გი­ლი ექ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კურ რყე­ვებს, ფა­სე­ბის დო­ნე ჯერ შემ­ცირ­დე­ბა, შემ­დეგ გა­იზ­რ­დე­ბა, რაც ხელს შე­უშ­ლის რა­ცი­ო­ნა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ გა­რი­გე­ბებს.

ფა­სე­ბის დო­ნის ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა არა მხო­ლოდ ფა­სებს სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე, არა­მედ ლა­რის გაც­ვ­ლით კურსს სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე და საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თებს კა­პი­ტა­ლის ბა­ზარ­ზე. რაც უფ­რო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა რყე­ვის ამ­პ­ლი­ტუ­და, მით უფ­რო მე­ტად შე­უწყობს ხელს ეს ფაქ­ტი უმუ­შევ­რო­ბის გაზ­რ­დას.

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ფა­სე­ბის დო­ნე სა­ბა­ზი­სო დო­ნეს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში და­უბ­რუნ­დე­ბა, თუ სა­ხელ­მ­წი­ფო ზედ­მე­ტად არ იაქ­ტი­უ­რებს. თუმ­ცა დღეს მსოფ­ლი­ო­ში ვერ იპო­ვით ასეთ სა­ხელ­მ­წი­ფოს და სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არის. მო­ვიყ­ვან ერ­თ­-ერთ მა­გა­ლითს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­რეო ვა­ლი მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტის 30%-ს მცი­რე­დით აღე­მა­ტე­ბა. თით­ქოს, სა­გან­გა­შო ამა­ში არა­ფე­რი­ა, მაგ­რამ სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის ის, რომ 2013 წელს უნ­და და­ვაბ­რუ­ნოთ ევ­რო­ობ­ლი­გა­ცი­ე­ბით აღე­ბუ­ლი ნა­ხე­ვარ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი აშშ დო­ლა­რის ვა­ლი წლი­უ­რი 7.5%-ით, რო­მე­ლიც 2008 წელს აიღო მთავ­რო­ბამ. ეს და­ახ­ლო­ე­ბით 800 მი­ლი­ო­ნი ლა­რი­ა, ხო­ლო თუ ლა­რი გა­უ­ფა­სურ­დე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ლი­არ­დ­საც გა­და­ა­ჭარ­ბოს. თუ ეს ვა­ლი გა­ვის­ტუმ­რეთ, სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი შემ­ცირ­დე­ბა, რაც რე­ცე­სი­ის გამ­წ­ვა­ვე­ბას მე­ტად შე­უწყობს ხელს და გაზ­რ­დის სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზი­სის გა­ჩე­ნის ალ­ბა­თო­ბას. ან უნ­და ავი­ღოთ ახა­ლი სა­გა­რეო ვა­ლი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა გას­ტუმ­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ზრდის ხარ­ჯ­ზე. ეს რე­ა­ლო­ბა­ა.

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იღებს სესხს, ის ფიქ­რობს, რომ მას მო­მა­ვა­ლი შე­მო­სავ­ლით გა­ის­ტუმ­რებს, ხო­ლო რო­დე­საც სესხს იღებს სა­ხელ­მ­წი­ფო, მა­შინ ყვე­ლა გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხ­დელს უწევს შე­მო­სავ­ლის ნა­წი­ლის დათ­მო­ბა იმის მი­უ­ხე­და­ვად, სურ­დათ თუ არა მათ ამ სეს­ხის აღე­ბა. სხვა სა­კითხი­ა, რამ­დე­ნად ენ­დო­ბა მსოფ­ლიო ამა თუ იმ სა­ხელ­მ­წი­ფოს. აქ რის­კი­სა და ნდო­ბის სა­კითხი დგე­ბა. სეს­ხის პრო­ცენ­ტიც ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მე ეჭვს გა­მოვ­თ­ქ­ვამ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის ნდო­ბა მსოფ­ლი­ოს კა­პი­ტა­ლის ბა­ზარ­ზე უფ­რო მა­ღა­ლი­ა, ვიდ­რე თუნ­დაც სა­ბერ­ძ­ნე­თის „გაკოტრებული” მთავ­რო­ბის მი­მართ. ყო­ველ­თ­ვის ხელს ვერ გა­ვიშ­ვერთ დახ­მა­რე­ბის იმე­დად. დღეს არც 90-იანი წლე­ბია და 2008 წე­ლიც გა­ვი­ა­რეთ. სხვა რე­ა­ლო­ბა­ა.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ის, რომ მთავ­რო­ბა ზრდის სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას. რე­ა­ლუ­რად იზ­რ­დე­ბა პენ­სი­ე­ბი, რის­თ­ვი­საც და­მა­ტე­ბით 700 მი­ლი­ო­ნი ლა­რია სა­ჭი­რო. გარ­და ამი­სა, სა­უ­ბა­რი მი­დის სა­ყო­ველ­თაო დაზღ­ვე­ვა­ზე, რაც ასე­ვე მი­ნი­მუმ 700 მი­ლი­ონ ლარს სა­ჭი­რო­ებს. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სუბ­სი­დი­რე­ბის­თ­ვის და­მა­ტე­ბით ერ­თი მი­ლი­არ­დის და­ხარ­ჯ­ვას აპი­რე­ბენ. რამ­დე­ნიც არ უნ­და გა­მოვ­ხ­ში­როთ ე.წ. არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯე­ბი და გავ­ხა­დოთ მიზ­ნობ­რი­ვი, ფაქ­ტი­ა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ხარ­ჯე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­იზ­რ­დე­ბა. ეს ფაქ­ტო­რი ხელს შე­უწყობს ფა­სე­ბის დო­ნის ზრდას გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში და შე­დე­გად, უმუ­შევ­რო­ბას­თან ერ­თად მი­ვი­ღებთ ინ­ფ­ლა­ცი­ას, რაც ცხოვ­რე­ბის დო­ნეს მო­სა­ლოდ­ნელ­ზე უფ­რო მე­ტად შე­ამ­ცი­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­იზ­რ­დე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზი­სის ალ­ბა­თო­ბაც.

მე არ ვამ­ტ­კი­ცებ, რომ მოვ­ლე­ნე­ბი აუცი­ლებ­ლად ამ სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბა. მხო­ლოდ ვმსჯე­ლობ იმა­ზე, რომ ამის ალ­ბა­თო­ბა არ არის და­ბა­ლი იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბი სწო­რი­ა. ეკო­ნო­მის­ტებს და­ფიქ­რე­ბა გვმარ­თებს იმა­ზე, რომ ბო­ლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მყი­სი­ერ ცვლი­ლე­ბებს. სწო­რედ ეს მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ ეკო­ნო­მი­კა ემ­ზა­დე­ბა ახალ რე­ა­ლო­ბა­ში გა­და­სას­ვ­ლე­ლად. თუ კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუნ­და 2 კვარ­ტ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რე­ცე­სია გარ­და­უ­ვა­ლი­ა, ხო­ლო ამ ფონ­ზე გაზ­რ­დი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ხარ­ჯე­ბი ქმნის ინ­ფ­ლა­ცი­ის პრობ­ლე­მა­საც და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­იზ­რ­დე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზი­სის ალ­ბა­თო­ბაც.

 

კომენტარები