მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში საზოგადოებას მრავალ საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულს წარუდგენენ, რომელიც, მისი თქმით, ათასობით გამოვლინდა 2004-2012 წლებში.
"ჩვენი მოვალეობაა მსგავსი ფაქტები გამოვიკვლიოთ. გამოვლენილია 9560 შემთხვევა, რომლის დროსაც მადლიერმა საქართველოს მოქალაქეებმა ქონება აჩუქეს სახელმწიფოს. რამდენიმე ათეული ასეთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ეს საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. ის, რისი გამოძიებაც წამოვიწყეთ, ზღვაში წვეთია. ძალიან მალე სხვადასხვა ამ ტიპის თუ კატეგორიის დანაშაული გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც დაიწყება არსებითი განხილვები და ღიად გამოჩნდება ყველაფერი... ჩვენი მხრიდან იქნება სრული დეპოზიტი, რათა წარმოჩინდეს ვინ მიჩქმალა აღნიშნული დანაშაული. ამ ეტაპზე ხუთი მინისტრი და ერთი ქალაქის მერი გვყავს პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.





