პრეზიდენტი

ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან აქცია დასრულდა

ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია, რომელიც დილიდან მიმდინარეობდა, დასრულდა. რეზიდენციის შესასვლელზე მონაწილეებმა ცოცხები და პლაკატები გამოფინეს. პლაკატებზე წერია ”ძირს ვადაგასული პრეზიდენტი”. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და აქედან გამომდინარე, რეზიდენციით არ უნდა სარგებლობდეს.

აქციის დროს ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

 

კომენტარები