საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ, რომელიც წლებია ქვეყნის საგარეო უწყებაში მოღვაწეობს, თანამდებობა დატოვა. 
ტაბულა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ვაშაკიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გულისტკივილი გამოთქვა  და ვაშაკიძეს დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობის გაგრძელება შესთავაზა. თუმცა, ამ შეთავაზებაზე ვაშაკიძემ უარი განაცხადა.  
"ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი იყო შეუთავსებლობა დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ კურსთან და სტილთან. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, ეს სერიოზული საუბრის თემაა და ახლა მხოლოდ ამით შემოვიფარგლოთ", - განუცხადა ვაშაკიძემ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს.

კომენტარები