საპარლამენტო უმრავლესობა

ქუცნაშვილი: სააკაშვილის მთავრობა უკვეთავდა მამათმავლების მხრიდან ადამიანების შეცდენას

საქართველოს პრეზდენტის მიერ, ავლაბრის რეზიდენციაში გაკეთებულ განცხადებას, რის მიხედვითაც სააკაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში უპასუხა:

”სააკაშვილის მთავრობა უკვეთავდა მამათმავლების მხრიდან ადამიანების შეცდენას, მათი კომპრომეტირების მიზნით. პრეზიდენტს გული რომ შესტკიოდეს სამართალსა და ზნეობაზე, კადრების მოსპობის ინიციატივით კი არ გამოვიდოდა, არამედ კადრების შექმნის ინიციატორების დასჯით გამოვიდოდა”, - აცხადებს ქართული ოცნების წარმომადგენელი.

კომენტარები