ვენესუელა

ჩავესი პრეზიდენტობას ინაუგურაციის გარეშე შეუდგება

ვენესუელას მთავრობის განცხადებით, პრეზიდენტი უგო ჩავესი მეოთხე ვადით ექვსწლიან მმართველობას სამშაბათს შეუდგება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავადმყოფობის გამო ინაუგურაციას ვერ დაესწრება.

ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს განცხადებით, უზენაესი სასამართლო პრეზიდენტის ფიცს მოგვიანებითაც მიიღებს. მანვე უარყო ოპოზიციის მოწოდება, რომ ინაუგურაციის ცერემონიალზე ჩავესის არდასწრების შემთხვევაში, ახალი არჩევნები ჩატარდეს.

კიბოთი დაავადებული უგო ჩავესი კუბაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკანასკნელი ოპერაციის შემდეგ დამძიმდა. ბოლო ცნობებით, ოპერაციის შემდეგ 58 წლის პრეზიდენტს სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია განუვითარდა. უკვე სამ კვირაზე მეტია, პრეზიდენტი საჯაროდ არ გამოჩენილა.

 

კომენტარები