საქართველო-NATO

რასმუსენი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

NATO-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსი აღიარებს საქართველოს პროგრესს და მოუწოდებს ყველა მხარეს, განაგრძონ დემოკრატიული რეფორმების კურსი. ამის შესახებ მან ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა ორდღიანი მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო NATO-ს ერთგული პარტნიორია. გენერალურმა მდივანმა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანამ ამ მისიას სამაგალითო ერთგულება უჩვენა.

რასმუსენისვე განცხადებით, ხვალ ISAF-ის ყველა პარტნიორთან ერთად იგეგმება მისიის სამომავლო დაფინანსების საკითხების განხილვა.

ხვალ, 5 დეკემბერს, ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას, მაია ფანჯიკიძეს შეხვდებიან.

კომენტარები