დასუფთავების სამსახურში, შპს თბილსერვის ჯგუფში გამოძიება ხელმძღვანელ პირთა მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების მითვისების ფაქტებზე მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა დოკუმენტები, დასუფთავების სამსახურის კუთვნილ სამ სასაწყობო ფართში კი მიმდინარეობს ინვენტარიზაცია.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ორგანიზაციის არცერთი ობიექტი დალუქული არ არის და თანამშრომლებს თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ.




