შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყების ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქარელის რაიონში კრიმინალურმა პოლიციამ კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გიორგი ბერუაშვილი დააკავა.
„ბერუაშვილმა თაღლითურად, მოტყუების გზით, მოქალაქეებს თამაზ და იოსებ ხიზანიშვილებს გამოსძალა ფულადი თანხა 1000 ევროს ოდენობით. ბერუაშვილი, თანხის სანაცვლოდ, მათ ჰპირდებოდა დასაქმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამხედრო პოლიციაში ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბერუაშვილის წინააღმდეგ აღძრულია საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა).




