ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქარიშხალ სენდის, ბოლო მონაცემებით, სულ ცოტა 15 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, 1 ადამიანი დაიღუპა კანადაშიც, ხოლო კარიბის ზღვის კუნძულებზე სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-ს აღწევს.
ნიუ იორკის სკოლებში მოწყობილია სპეციალური თავშესაფრები. არ მუშაობს საქალაქო ტრანსპორტი და გადადებულია 7 ათასზე მეტი ავიარეისი.
ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი.
ექსპერტების ვარაუდით, ქარიშხლის შედეგად მიღებული ზარალი 20 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
სტიქიის შედეგად ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია ნიუ იორკში საქართველოს საკონსულოში არ მიუღიათ. სტიქიის ზონაში 2 ათასამდე ქართველი ცხოვრობს.




