ხელისუფლების გადაბარება

ბოკერია ივანიშვილს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში თანამშრომლობაზე ესაუბრა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია 12 ოქტომბერს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ განაცხადა, საუბარი ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო კურსის შენარჩუნების საკითხში თანამშრომლობას შეეხებოდა.

ბოკერიას თქმით, ყოფილ მთავრობასა და მომავალ ხელისუფლებას შორის არსებობს „ფუნდამენტური და არსებითი განსხვავებები“ და „ეს განსხვავებები ალბათ არც მომავალში გაქრება“. თუმცა, ორივე პოლიტიკური ძალა მზადაა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესანარჩუნებლად მჭიდროდ ითანამშრომლონ.

„რაც შეეხება უსაფრთხოებას, რაც შეეხება საგარეო საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვას, ჩვენი პოლიტიკური კურსის შენარჩუნებას და გამყარებას NATO-სთან ინტეგრაციის საკითში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლობა იყოს მჭიდრო და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული“- განაცხადა ბოკერიამ

მისი თქმით, NATO-ს გენერალურ მდივანი ესაუბრა, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე მომავალ პრემიერს და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი NATO-ში ინტეგრაციისკენ მიმართულ კურსს შეინარჩუნებს.

 

კომენტარები