ელექტროენერგია

ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია შეეზღუდება

ხვალ, 8 ოქტომბერს, სარემონტო სამუშაოების შედეგად თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, ეს ეხება ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს, კრწანისისა და გლდანის რაიონების ნაწილს.

10-დან 17 საათამდე ნაძალადევის შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის, სიხარულიძის, თიანეთის, გარიყულის (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

10-დან 17 საათამდე ვაკის და საბურთალოს რაიონებში: ალ. ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას, ჟღენტის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

10-დან 16 საათამდე კრწანისის რაიონში შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, ცინცაძის, ყავლაშვილის, ოქრომჭედლების, ვერცხლის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

11-დან 16 საათამდე გლდანის რაიონში შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავას, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ უბნენს ელექტრომომარაგება კვლავ აღუდგება. 

კომენტარები