დევნილები

ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დევნილები შეიჭრნენ

ტაშკენტის შესახვევის #7–ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში დევნილები შეიჭრნენ. გავრცელებული ცნობით, მათ სახლის კარი აქვთ ჩაკეტილი და არავის აძლევენ შიგნით შესვლის საშუალებას, შენობაში იმყოფება დაცვის ერთი წევრიც, რომელსაც დევნილები გარეთ არ უშვებენ.

დევნილების განცხადებით, ისინი ბინაში იმიტომ შევიდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მათ ეკუთვნის. მათი თქმით, ისინი 2010 წლის იანვარში დევნილთა და განსახლების სამინისტრომ იმ პირობით გამოასახლა, რომ საცხოვრებელი ფართით ყველა დაკმაყოფილდებოდა.

შენობაში იმყოფებიან როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან დევნილებიც.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ადგილზე დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ჟღენტია მისული, რომელმაც დევნილებს სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ სამინისტროს ოფიციალური გაფრთხილება მიუტანა, თუმცა დევნილებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. ისინი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ადგილზე მისვლას ითხოვენ. დევნილების თქმით, თუ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ და აღნიშნულ შენობაში ცხოვრების უფლებას არ მისცემენ, ისინი შიმშილობას გამოაცხადებენ.

 

კომენტარები