არჩევნები 2012

თინა ხიდაშელი: რეალურად, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს

კოალიცია ქართული ოცნების საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის შეფასებით, რაც ახლა თავისუფლების მოედანზე ხდება საქართველოში ჯერ არ მომხდარა. ”რეალურად, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს. პირველ ოქტომბერს ის ზეიმი, რაც ახლა თბილისშია, საარჩევნო ყუთებიდან უნდა ამოვიტანოთ. ხელისუფლება არჩევნებს ვერ გააყალბებს”, - განაცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში. 
ამასთან, ხიდაშელმა კატეგორიულად უარყო გუშინ, 28 სექტემბერს, მედიით გავრცელებული ინფორმაცია საგარეჯოში კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით.

კომენტარები