ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლიბერთი ბანკის სათავო ოფისში ამ დროისათვის ხანძარი თითქმის სრულიად ლოკალიზებულია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შენობიდან ბანკის თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ლიბერთი ბანკის სათავო ოფისში ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შედეგად გაჩნდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისათვის ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია.




