ქართული ოცნება

ნუკრი ქანთარია: იმ პერიოდში ამ მასალის გამომზეურება არავითარ დიდ შედეგს არ გამოიწვევდა

ისანში კოალიცია ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ მისი აზრით, პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება, არჩევნებისგან შორს, მხოლოდ არეულობას გამოიწვევდა, ხოლო ახლა, მას არჩევნებზე შეუძლია იქონიოს გავლენა.

”იმ პერიოდში ამ მასალის გამომზეურება არავითარ დიდი შედეგს, გარდა გარკვეული ბუნტისა და ისევ ხელკეტებისა არ გამოიწვევდა. აი, სწორედ ახლა როცა პირველ ოქტომბერს ხალხი გამოუტანს განაჩენს და სასჯელი იქნება ეს, ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის რომ ეს ფაქტი არსებობდა.” - განაცხადა ქანთარიამ გადაცემა ”აქცენტებში”.

 

კომენტარები