საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. გაცხადებაში ნათქვამია, რომ მაუწყებელი, საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას გაგაგრძობს და ”ახდენს საქართველოს მოქალაქეების სრულ, პირუთვნელ და ობიექტურ ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შესახებ”.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე ეკა კვესიტაძისა და აქციის მონაწილე სტუდენტების საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერში არხის ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სტუდენტებს მოთხოვნების დაგეგმვაში ეხმარებოდა.
News.ge-სთან საუბარში ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ განაცხადა, რომ იგი რამდენიმე წუთში Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნებს თავის გადანცხადებას იმის თაობაზე, აპირებს თუ არა იგი ტელევიზიის დატოვებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის განცახდებაში კი თავის მხრივ აღნიშნულია, რომ ”თოქშოუების ავტორების (მათ შორის ეკა კვესიტაძის) მიერ გადაცემების მომზადების პროცესში გარე სარედაქციო ჩარევა არ ხდება და ბადეში ცვლილებაც არ იგეგმება. შესაბამისად, ნებისმიერ ავტორს სრული შემოქმედებითი თავისუფლება გააჩნია მაყურებელს წარუდგინოს ის პრობლემები, სტუმრები და სიუჟეტები, რომლებიც მათი აზრით საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება”.




