კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესასწავლად, სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქმა განცხადება უმაღლესი იერარქიის სახელით გააკეთა.
"საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით მივმართავ სრულიად საქართველოს, გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში. ჩვენ ვგმობთ ამ მოქმედებას და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც გამოძიებს ამ ფაქტებს და დაიცავს პატიმრების უფლებებს. ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები" - ამბობს ილია მეორე.




