ერაყი

აფეთქებების სერიას ერაყში 44 ადამიანი შეეწირა

ერაყში მეამბოხეებმა, სულ მცირე, 44 ადამიანი იმსხვერპლეს თავდასხმების სერიაში: მათ შორის ჯარისკაცები და პოლიციის ახალწვეულები. არიან დაჭრილებიც. ჯამში, 11 ქალაქში 240 ადამიანი დაიჭრა. მართალია, თავდასხმაზე პასუხიმგებლობა არავის აუღია, თუმცა ერაყის უშიშროების ძალები ალ-ყაიდას ერაყული შტოს თავდასხმის ხშირი ობიექტები არიან. ეს უკანასკნელები დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ ერაყში.

 მსგავსი თავდასხმა ერაყში რამდენიმე დღის წინაც მოხდა, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მართალია, 2006-2007 წლების პიკის შემდგომ ძალადობამ იკლო, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების გასვლის შემდგომ ქვეყნიდან თავდასხმებმა კვლავ იმატა. ერაყში პოლიტიკური კრიზისი და კონფესიური დაპირისპირებაა.

 

კომენტარები