რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა.
,,ერთადერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში არის რუსეთი, რომელიც არ იყო იმ სიაში, რომელიც საქართველოს საგარეო სამინისტრომ გადმოგვცა. რუსეთში ცოტა სხვა ტექნიკური პრობლემები არსებობს."-განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, საკონსულო რეგისტრაციის გავლის შემდეგ, უპრობლემოდ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია და რუსეთის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს საქართველოს საელჩო და საკონსულო.




