განათლების სამინისტრო

2012 წელს სერტიფიკატი 8000-მდე პედაგოგს გადაეცემა

2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სერტიფიკატი 8000-მდე პედაგოგს გადაეცემა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი შარშანდელზე ორნახევარჯერ მეტია.

მასწავლებლებს აპელაციის შედეგების ნახვა საკუთარი 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდით გამოცდების ეროვნული ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე შეეძლებათ www.naec.ge; www.tpdc.ge.

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლიდან სერტიფიცირების მსურველები გამოცდის ჩაბარებას წელიწადში რამდენჯერმე შეძლებენ. ოქტომბრის ბოლოს პედაგოგების ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება, უახლოესი სასერტიფიკაციო გამოცდა კი 2013 წლის იანვრის სასკოლო არდადეგების დროს ჩატარდება. მასწავლებლები გამოცდებს საჯარო სკოლებსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩააბარებენ.

სერტიფიცირების შედეგად პედაგოგის ხელფასი 75 ლარით იზრდება. კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მათ კიდევ 200 ლარი ემატებათ, საუკეთესო 25%-ში მოხვედრილი მასწავლებლის ხელფასი კი 1000 ლარია.

 

კომენტარები