ელექტროენერგია

შეზღუდვები ელექტრომომარაგებაზე

სარემონტო სამუშაოების გამო დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება .

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, შეზღუდვები გავრცელდება:

10.00-დან 14.00 საათამდე - წერეთლის გამზირის ნაწილზე, აგლაძის, ხოშარაულის, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე, ქერჩის ქუჩაზე, ფეიქრების ქუჩაზე და დაბა წყნეთზე.

10.00-დან 16.00 საათამდე - კრწანისის ქუჩის ნაწილზე.

10.00-დან 17.00 საათამდე - ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონის მეორე კვარტალზე, ნუცუბიძის პლატოს მეორე მიკრორაიონის მესამე კვარტალზე, ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე, ნაფარეულის, ბარნოვისა და ფალიაშვილის ქუჩებზე.

11.00-დან 15.00 საათამდე - გლდანის მეხუთე მიკრორაიონზე.

11.00-დან 17.00 საათამდე - მოსკოვის გამზირის ნაწილზე, ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.

კომენტარები