დღეს, 23 აგვისტოს, ევროპა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს. ევროპის პარლამენტმა ის ოთხი წლის წინ დააწესა, როგორც - ”ყველა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლთა საერთოევროპული დღე”. ევროპული ქვეყნები მას 2009 წლიდან, ყოველწლიურად აღნიშნავენ. 2008 წლის 23 სექტემბერს, ევროპის 409 პარლამენტარმა ხელი მოაწერა სპეციალურ დეკლარაციას, რომელმაც ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა მოსახსენიებელი დღე დააწესეა. დეკლარაცია აღნიშნავს, რომ მასობრივი დეპორტაციები, მკვლელობები და დამონების ფაქტები, რომელიც სტალინურმა და ნაცისტურმა რეჟიმებმა ჩაიდინეს, წარმოადგენს ”კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს”
სწორედ 1939 წლის 23 აგვისტოს დაიდო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რითაც ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპა გაიყვეს. ევროპარლამენტმა სწორედ ამ თარიღს დაამთხვია ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა მოხსენიების დღე.





