მედია

იმ ბეჭდვური გამოცემების ჩამონათვალი, რომლებიც საარჩევნო პროცესში მედია მონიტორინგს დაექვემდებარა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იმ საგაზეთო გამოცემების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილების თანახმად მონიტორინგს დაექვემდებარა. დადგენილების მიხედვით, მონიტორინგი იმ გაზეთებზე გავრცელება, რომლებიც ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით ფინანსდება.

2012 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით საარჩევნო პროცესში კომისია ზედამხედველობას შემდეგ ბეჭდვურ გამოცემებს გაუწევს: „ეგრისის მაცნე“ ,„გურჯაანი“, „გაზეთი ბოლნისი“, „პრო–არტი“, „მოდინახე“,  „ენციკლოპედია ქუთაისი“,  „ლიტერატურული მესხეთი“(ადიგენი),  „ჩემი აფხაზეთი“, „ბიულეტენი“, „ვრასტანი“, „გურჯისტანი“, „ონი News“,  “ახალი ხარაგაული”,   "ლიტერატურული მესხეთი" (ახალქალაქი).

კომენტარები