საზაფხულო სკოლა

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბაზალეთზე

თავისუფალი უნივერსიტეტისა და International Spark Program-ის ორგანიზებით ბაზალეთის ტრეინინგ–ცენტრში მიმდინარეობს საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლიდერობაზე. პროექტში მონაწილეობას 70 სტუდენტი იღებს.

მონაწილეთა უმრავლესობას შეადგენს საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების პირველ და მეორე კურსის სტუდენტები. საზაფხულო სკოლაში ასევე მონაწილეობენ სტუდენტები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. საზაფხულო სკოლაში ასწავლიან ჰარვარდის უნივერსიტეტიდან მოწვეული ინსტრუქტორები. 10 დღის განმავლობაში სტუდენტები მუშაობენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ლიდერობა, ეფექტური გუნდური მუშაობა, პროექტების მენეჯმენტი და ა.შ. ამ თემების მიტანა სტუდენტებამდე ხდება სხვადასხვა მეთოდით: ტრენინგებით, Case Study-ის მეთოდით და გუნდური თამაშებით.

საზაფხულო სკოლის განმავლობაში ყოველდღე ბაზალეთის ტრენინგ–ცენტრს სტუმრობენ სხვადასხვა სფეროში წარმატებული პიროვნებები მათ შორის: სერგი კაპანაძე – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამარ კანაშვილი – Speak-up-ის დამფუძნებელი საქართველოში და ანდრია ნადირაძე – Gama Pro Bono Group –ის დამფუძნებელ.

სტუდენტები ასევე მუშაობენ ჯგუფებში სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე და 19 აგვისტოს მათ ექნებათ საშუალება განახორციელონ საკუთარი პროექტები თბილისში, რაც მათ დაეხმარებათ პროექტების მენეჯმენტის უნარების შეძენაში.

პროგრამა უკვე მესამე წელია რაც წარმატებულად მიმდინარეობს და International Spark Program-ის გუნდი იმედოვნებს, რომ პროექტი მომავალშიც განხორციელდება.

კომენტარები